суббота, 24 октября 2015 г.

მე-6 ტრენინგდღის რეფლექსია

ამ ტრენინგდღეს ვიმუშავე ჩემი პროექტის შესაბამის  მულტიმედიურ პრეზენტაციაზე. შევქმენი საპრეზენტაციო პროგრამაში პრეზენტაციის მონახაზი,რომელიც დამეხმარება შევძლო ფოკუსირება განსახილველ კონცეპტუალურ იდეებზე და შევიტანო ისინი პრეზენტაციაში. იგივე სტრატეგია დაეხმარება მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილონ შინაარსზე და არა ფორმატზე. პრეზენტაციის მონახაზის შექმნის შემდეგ შევარჩიე შინაარსის შესაბამისი სლაიდების დიზაინი, შინაარსის გამრავალფეროვნებისათვის პრეზენტაციაში ჩავსვი სურათები, გამოვიყენე ანიმაციები, რომელიც აუდიტორიას დაეხმარება შინაარსზე ყურადღების კონცენტრირებაში. ვისწავლე ვებგვერდიდან გამოყენებულ ფოტოებისათვის, როგორ მივუთითო წყარო პრეზენტაციაში, როგორ დავიცვა საავტორო უფლებები. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

Комментариев нет:

Отправить комментарий