суббота, 17 октября 2015 г.

მე-4 ტრენინგდღის რეფლექსია

         დავიწყე მუშაობა შეფასებებზე. ტრენერი გვესაუბრა შეფასების ფორმების -განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მიზნებზე. დავიწყე მუშაობა  დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე, სადაც ყურადღება გავამახვილე წინარე ცოდნის შეფასებაზე  და  მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაზე. ამ შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება ხელს შეუწყობს პროექტის მიმდინარეობას, რადგან უკვე მეცოდინება მოსწავლეთა მომზადების დონე,  რამდენად მზად არიან მოსწავლეები პროექტზე მუშაობის დასაწყებად და  ის პრობლემები, რაც შეიძლება პროექტის მიმდინარეობისას შემხვდეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий