პროექტებით სწავლება
воскресенье, 1 ноября 2015 г.
მე-9 ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენინგის მე-9 დღეს ჯგუფის წევრებმა გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტები, გამოცდილება და შთაბეჭდილებები. გადავავლეთ კიდევ ერთხელ თვალი ჩვენს ნამუშევრებს და ავტვირთეთ ნამუშევარი პირად ბლოგზე.
ტრენინგმა დიდი ცოდნა შემძინა პროექტებით სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენებით, დავუახლოვდი სხვა სკოლის პედაგოგებს და მომავალშიც გაგრძელდება მათთან ურთიერთობა. ტრენერის შრომისუნარიანობასა და მონდომებას საზღვარი არ ჰქონდა,რაც ჩვენზეც გადამდები აღმოჩნდა. ამ ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი.
ტრენინგმა დიდი ცოდნა შემძინა პროექტებით სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენებით, დავუახლოვდი სხვა სკოლის პედაგოგებს და მომავალშიც გაგრძელდება მათთან ურთიერთობა. ტრენერის შრომისუნარიანობასა და მონდომებას საზღვარი არ ჰქონდა,რაც ჩვენზეც გადამდები აღმოჩნდა. ამ ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი.
суббота, 31 октября 2015 г.
მე-8 ტრენინგდღის რეფლექსია
ამ ტრენინგ დღეს გავაგრძელე მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. პროექტის გეგმაში შევიტანე ის საბაზისო უნარ-ჩვევები, რომელსაც ინდა ფლობდეს მოსწავლეები. აგრეთვე პროექტის გეგმაში ავღწერე ის საწავლო პროცედურები, რომელთა განხორციელებაა საჭირო , როგორც პროექტის დაწყებამდე, ასევე პროექტის მიმდინარებისას. ამ სასწავლო აქტივობების ზედმიწევნით შესრულება ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას. პროექტის გეგმაში გავითვალისწინე აგრეთვე მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები და შევუსაბამე აქტივობები. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
მე-7 ტრენინგდღის რეფლექსია
წინა ტრენინგდღეს მოვირგე მოსწავლის როლი და მოვამზადე მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში. ამ ტრენინგდღეს კი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების რუბრიკა სასწავლო პროექტთან ერთად გავუზიარე ჯგუფის წევრებს. გაზიარებამდე გადავამოწმე, შეესაბამებოდა თუ არა ერთმანეთს მოსწავლის ნაშრომი, შეფასების რუბრიკა და სასწავლო მიზნები და შედეგები. კიდევ ერთხელ გადავხედეთ მასალებს და გავუზიარეთ უკუკავშირი ჯგუფის წევრებს შეფასების სტრატეგიებზე. დღის ბოლოს გავაკეთე ჩემს პირად ბლოგზე დღის რეფლექსია.
суббота, 24 октября 2015 г.
მე-6 ტრენინგდღის რეფლექსია
ამ ტრენინგდღეს ვიმუშავე ჩემი პროექტის შესაბამის მულტიმედიურ პრეზენტაციაზე. შევქმენი საპრეზენტაციო პროგრამაში პრეზენტაციის მონახაზი,რომელიც დამეხმარება შევძლო ფოკუსირება განსახილველ კონცეპტუალურ იდეებზე და შევიტანო ისინი პრეზენტაციაში. იგივე სტრატეგია დაეხმარება მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილონ შინაარსზე და არა ფორმატზე. პრეზენტაციის მონახაზის შექმნის შემდეგ შევარჩიე შინაარსის შესაბამისი სლაიდების დიზაინი, შინაარსის გამრავალფეროვნებისათვის პრეზენტაციაში ჩავსვი სურათები, გამოვიყენე ანიმაციები, რომელიც აუდიტორიას დაეხმარება შინაარსზე ყურადღების კონცენტრირებაში. ვისწავლე ვებგვერდიდან გამოყენებულ ფოტოებისათვის, როგორ მივუთითო წყარო პრეზენტაციაში, როგორ დავიცვა საავტორო უფლებები. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
მე-5 ტრენინგდღის რეფლექსია
მე-5 ტრენინგდღეს ვიმუშავე მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმაზე, რომლის კრიტერიუმებია: შინაარსი, პრეზენტაციის ორგანიზება და დიზაინის ელემენტები. შეფასების ფორმა დამეხმარება მოსწავლის მიერ წარმოდგენილი პროექტის თემის შესაბამის მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასებაში.
суббота, 17 октября 2015 г.
მე-4 ტრენინგდღის რეფლექსია
დავიწყე მუშაობა შეფასებებზე. ტრენერი გვესაუბრა შეფასების ფორმების -განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მიზნებზე. დავიწყე მუშაობა დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე, სადაც ყურადღება გავამახვილე წინარე ცოდნის შეფასებაზე და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაზე. ამ შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება ხელს შეუწყობს პროექტის მიმდინარეობას, რადგან უკვე მეცოდინება მოსწავლეთა მომზადების დონე, რამდენად მზად არიან მოსწავლეები პროექტზე მუშაობის დასაწყებად და ის პრობლემები, რაც შეიძლება პროექტის მიმდინარეობისას შემხვდეს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)