суббота, 17 октября 2015 г.

მე-3 ტრენინგდღის რეფლექსია

     ტრენინგის მესამე დღეს ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე. ჩემს საპროექტო თემას შევურჩიე საგნობრივი სტანდარტები. ჩამოვაყალიბე პროექტის მიზნები და ვისწავლე, რომ მიზნები არ უნდა იყოს ფოკსირებული ზოგად და ბუნდოვან აქტივობებზე, დავალებებზე ან ტექნოლოგიურ უნარ- ჩვევებზე და შერჩეული მიზნები ხელს უნდა უწყობდეს მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ჩემი საპროექტო თემისთვის ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი საკვანძო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომელიც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას პროექტში. ტრენინგმა ნაყოფიერად ჩაიარა. 

воскресенье, 11 октября 2015 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

     

     პირველი დღე დაიწყო გაცნობით, პოზიტიურად. ტრენერი გვესაუბრა  ინტელის პროექტებით სწავლების  მნიშვნელობაზე, გვესაუბრა,თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.  ვისწავლე თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები და როგორ განვაზღვრო მათი მომზადებისათვის საჭირო დრო. გავეცანი, თუ როგორ ვიმუშაო  ელექტრონულ წიგნში,  შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე და ბლოგი,  ვისწავლე მასზე ინფორმაციის ატვირთვა. პირველი მოდულის აქტივობებზე მუშაობის შემდეგ გამიჩნდა იდეა პროექტის გეგმისთვის შესარჩევი  თემატიკის  შესახებ და დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა.