воскресенье, 1 ноября 2015 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მე-9 ტრენინგდღის რეფლექსია

ტრენინგის მე-9 დღეს ჯგუფის წევრებმა  გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტები, გამოცდილება და შთაბეჭდილებები. გადავავლეთ კიდევ ერთხელ თვალი ჩვენს ნამუშევრებს და ავტვირთეთ ნამუშევარი პირად ბლოგზე.
   ტრენინგმა დიდი ცოდნა შემძინა პროექტებით სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენებით, დავუახლოვდი სხვა სკოლის პედაგოგებს და მომავალშიც გაგრძელდება მათთან ურთიერთობა. ტრენერის შრომისუნარიანობასა და მონდომებას საზღვარი არ ჰქონდა,რაც ჩვენზეც გადამდები აღმოჩნდა. ამ ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი.